წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეულით აღინიშნა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა კლასის საათები, VIII კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ალბომი, ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნეს ბუკლეტები და სკოლაში გაავრცელეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ფილმის - „ყვარლიდან მთაწმინდამდე“(გ. შარაძის მოტივების მიხედვით) ნახვა.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც დიდ ილიას მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე.
8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: