ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. სკოლის დირექცია და პედაგოგები კი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოსწავლეებმა ნდობა დავით ვარშანიძეს გამოუცხადეს და თავმჯდომარედ აირჩიეს.
სკოლაში დავით ვარშანიძეს წარმატებას უსურვებენ.
ახალარჩეული თვითმმართველობა მუშაობას უკვე აქტიურად შეუდგა და სასკოლო საზოგადოებას არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ვიდეო