ელენე ბრაჭული მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს წიგნიერების დიდ სამყაროში მეგზურობას უწევს და ზრუნავს, რომ სამშობლოს ღირსეული და განათლებული თაობები აღუზარდოს, სიყვარულით სავსე და მეგობრული დამოკიდებულებებით ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას და ღირსეულად დგას განათლების სადარაჯოზე.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ელენე ბრაჭულთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ჰარმონიულ , სასიამოვნო ურთიერთობებს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- სიყვარული და მეგობრობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ყოველთვის მოტივირებულები და აქტიურები არიან.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურ, თანამშრომლობით ურთიერთობისას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- პოზიტიური დამოკიდებულება ჩემი მოსწავლეების მხრიდან.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- გოდერძი ჩოხელის „ცასწავალა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სასკოლო სპექტკლები.