ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილი ღონისძიება 8 ნოემბერს ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა პოეტის ბიოგრაფია აუდიტორიის წინაშე პროექტორით წარადგინეს, ფილმებიდან - „ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია ადამიანი“, ნაწყვეტები გააჟღერეს და ილიას შემოქმედება კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“.
აღსანიშნავია, რომ დასკვნითი ნაწილი მწერლის მოღვაწეობის შეჯამებას მიეძღვნა.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: