„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს მისი ყველა რგოლის შეთანხმებულ მოქმედებას“- თამუნა ლოხიშვილი, ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგი  
13-11-2024

თამუნა ლოხიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, რომლისთვისაც მთავარი მოტივაციის წყარო ქვეყნისთვის ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაა. ამაყია, მოსწავლებით და ახარებს, რომ მისი შრომა უკვალოდ არ ქრება. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თამუნა ლოხიშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს უსაფრთხოდ, დაფასებულად.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, ნდობა

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მათში ვხედავ ჩემი შრომის შედეგს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მისი ყველა რგოლის შეთანხმებულ მოქმედებას, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი  მოსწავლეების  ანთებული თვალეები ჩემს დანახვაზე; ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის მიზნისკე სწრაფვა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- გურამ რჩეულიშვილის -„დათუნა“

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

-საახალწლო ღნისძიება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203