ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლეა.
სკოლას, უახლოეს მომავალში, 24 საკლასო ოთახითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი, თანამდეროვე სტანტარტების შენობა ექნება. აღსანიშნავია, რომ ის 600 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ ფაქტმა ყველა ძალიან გაახარა და მოტივაცია შეჰმატა.
„ეს არაჩვეულებრივი ფაქტი ძალიან ახარებს სასკოლო საზოგადოებას და გაახარებს სრულიად ქალაქს. სკოლა მადლობას უხდის ყველას, ამ სასიხარულო ფაქტისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: