მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
11 ოქტომბერს კი, VI კლასის მოსწავლეები რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
„რევაზ ინანიშვილი-ჩუმი და უხმაურო მწერალი“, - ამ გზავნილით, მოსწავლეები მის შემოქმედებას ეზიარნენ და ნახეს ადგილი, სადაც მწერალი გაიზარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს დღე, რადგან ისინი პირველად შეხვდნენ დიდ მწერალს მისსავე სახლ-მუზეუმში, აღსანიშნავია, რომ ცოტა ღელავდნენ კიდეც.
მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მუზეუმის დირექტორს, მაგდა ოღრაპიშვილს გულთბილი მიღებისათვის.
„მწერალივით ჩუმი და უხმაურო იყო მუზეუმიცა და მისი ეზოც... ახლა რომ ხელმეორედ ვატარებდეთ ღონისძიებას, მოვიწვევდით: რევაზ ინანიშვილის მეზობლებს; მის შვილიშვილს, რომელსაც იქვე უცხოვრია და ჩვენ არ ვიცოდით; იმ ბავშვებს, ვინც ჩვენ შემდეგ მოვიდნენ მუზეუმში...“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: