ნატო კელეპტრიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია შეუქმნას მოსწავლეებს გარემო, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და არ შეუშინდებიან კითხვების დასმასა თუ იდეების გაზიარებას - ამ შემართებით ის ღირსეულად ემსახურება თავის პროფესიას და ახარებს, რომ განათლებული ახალგაზრდების აღზრდაში თავისი წვლილი შეაქვს.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნატო კელეპტრიშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, არ ეშინიათ კითხვის დასმის.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მათი თანამშრომლობა, რათა გაიზარდოს მოზარდის მიღწევები.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- სკოლაში მიღებული ცოდნით, ხშირად აღწევენ წარმატებას.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- დაკისრებული საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულება და პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სასკოლო ექსკუსიები და ლაშქრობები.