წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები თემატური აქტივობებით აღინიშნება.
მათ შორის, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი - „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ წაიკითხეს.
გარდა ამისა, მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „ოთარაანთ ქვრივი" ნახეს. რის შემდეგაც, ფილმის გარშემო დისკუსია გაიმართა.
კვირეულის შემაჯამებელ დღეს, პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოეწყო. მოსწავლეებმა ავტორის ცნობილი ფრაზები განიხილეს და მისი ლექსები წაიკითხეს.
ლექსი - „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!“ მე-11 კლასის მოსწავლე ვარტუი აკოპიანმა ემოციურად წაიკითხა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: