სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ.
ამ მიზნით კი, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. აღსანიშნავია, რომ იქ დებატკლუბის შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
მის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ აზრს აფიქსირებენ და ერთმანეთის მოსმენას სწავლობენ.
კლუბის ხელმძღვანელი სპეციალური განათლების მასწავლებელი ნინო ბაცანაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: