ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, იქ, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო თემატური კვირეული გაიმართა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს, მისი ბიოგრაფია გაიხსენეს და ავტორის შემოქმედება კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“.
აღსანიშნავია, რომ კვირეულს ქართული ენის მასწავლებლები - მარინა ალელიშვილი და გურამ მურმანიშვილი ხელმძღვანელობდნენ. მოსწავლეები კი მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: