„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურ მუშაობასა და ყველა რგოლის ჩართულობას“-თინათინ ქორიძე, სამტრედიის N10 სკოლის დირექტორის მოადგილე
13-11-2024

თინათინ ქორიძე სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მოტოვაციის წყარო მადლიერი მოსწავლეებია. ის მოსწავლეებს განვითარებაზე, წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს უქმნის და თავისი წვლილი შეაქვს განათლებული თაობების აღზრდაში. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თინათინ ქორიძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გარემო, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. ადგილი, სადაც სიყვარულით გელიან!

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ნდობა, ურთიერთპატივისცემა, მხარდაჭერა და სამართლიანობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი არიან პასუხისმგებლიანი, ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულნი.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურ მუშაობასა და ყველა რგოლის ჩართულობას. წარმატებულ მოსწავლეს, მოტივირებულ მასწავლებელსა და მადლიერებით აღსავსე მშობელს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ყოველი დღე არის განსაკუთრებული, ყოველი ახალი გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა... და მაინც ჩემი მოსწავლეების მადლიერი თვალები მაძლევს ძალას ვიყო მოტივირებული მასწავლებელი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- მოსწავლეებს ყოველთვის ვურჩევ იმეგობრონ წიგნებთან. ვურჩევდი წაიკითხონ ჭაბუა ამირეჯიბის შედევრი „დათა თუთაშხია“.  ეს არის ნაწარმოები ვაჟკაცობის, ღირსების, ავტორიტეტის, სისუსტის, გაურკვევლობის, სიყვარულის შესახებ. ნებისმიერ სხვა მხატვრულ ნაწარმოებთან თუ ცხოვრებისეულ ფაქტთან შეიძლება გავავლოთ პარალელი. მასში მოთხრობილი ყოველი ამბავი რაღაცას გვასწავლის და გვიბიძგებს თავად გავხდეთ და გავხადოთ სამყარო უკეთესი.

-  სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ჩემი მოსწავლეობის პერიოდში,  საახალწლო ღონისძიებები განსაკუთრებულად მიყვარდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203