შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად ეწყობა. ამჯერად, სამოქალქო განათლების და ბიოლოგიის მასწავლებლებმა სასკოლო პროექტი - „ტუიების დაკალმება“ განახორციელეს.
მასში VIII - XII კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათთვის მცენარეებთან მუშაობა და მათზე დაკვირვება ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: