2023 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 63 დაწესებულება ახორციელებდა, ჯამში კი კვლევით სამუშაოებში 202.9 მილიონი ლარი დახარჯეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
გასულ წელს მკვლევართა რიცხოვნობა 13 114 იყო, საიდანაც 54.4 პროცენტი ქალია, ხოლო 45.6 პროცენტი - კაცი. მკვლევართა 68.8 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.4 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.