ბათუმის N8 საჯარო სკოლის გუნდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რომ წიგნიერი ახალი თაობა აღზარდოს.
ამ მინიზთ კი, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. მათ შორის, ახლახან იქ სასკოლო ბიბლიოთეკის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მათ სივრცე დაათვალიერეს, ადგილზე არსებულ წიგნებს გაეცნენ და ბიბლიოთეკის მოხმარების წესები კიდევ ერთხელ გადაიმეორეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მათთვის საყვარელ წიგნებსა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
იხილეთ ვიდეო