ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ილია ჭავჭავაძის იუბილე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „ერის მამა“ გაიმართა.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მათ მგზავრისა და ლელთ ღუნიას მხატვრული სახეები „გააცოცხლეს“. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ავტორის ლექსები და პუბლიცისტური წერილები წაიკითხეს.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ია ჯიბლაძე და ფიქრია ბადრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: