ბათუმის N8 საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
ახლახან, სკოლა ტექნოპარკის მიერ გამოცხადებულ პროექტში - S.T.E.M-SEA2.0 მონაწილეობდა. პროექტის მიზანი მსოფლიო გლობალური პრობლემების მიმოხილვა იყო.
სკოლის გუნდმა - HGGP ჰაერის დაბინძურების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. კერძოდ, გუნდმა იმსჯელა და გადაწყვიტა შეექმნა აპარატი, რომელიც გამოიმუშავებდა მწვანე წყალბადს, რომელიც წყლის ელექტროლიზის დროს მიიღება და მისი წვის პროდუქტები სხვა ენერგორესურსებთან შედარებით, უსაფრთხოა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასეთ საინტერესო და გლობალურ საკითხებზე მუშაობაში ჩართული იყო ბათუმის N8 საჯარო სკოლის XIე კლასის (დამრიგებელი - ირინე მამულაძე) მოსწავლე - ნიკოლოზ სალუქვაძე და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საპრიზო III ადგილი მოიპოვა.
სკოლა ულოცავს ნიკოლოზს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.