ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სკოლაში მუშაობა განაახლა ინგლისური ენის კლუბმა - EIP(English in Practice), რომლის მიზანი, სწორედ რომ, უცხოური ენის სიღრმისეული სწავლებაა.
ახლახან, კი გაიმართა მორიგი საინტერესო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე იმსჯელეს, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
კლუბის ხელმძღვანელი ინგლისურის პედაგოგი - ია ბლაგიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა განათლებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო