სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის მართვის დოკუმენტის მიხედვით, სავალდებულოა, დაწესებულებას ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ის შესაძლებელია იყოს:
დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ ამ ფუნქციით იქნება დაკავებული;
დაწესებულების თანამშრომელი, რომელსაც შეთავსებული ექნება ეს ფუნქცია თავის ძირითად ფუნქციასთან ერთად;
იყოს „აუთსორსზე“ გატანილი მომსახურების ხელშეკრულებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, დაწესებულებას აქვს ვალდებულება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის განსაზღვრიდან 10 დღეში ინფორმაცია მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. ინფორმაცია თავსდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდზე.