მოსწავლის შეფასების პრინციპები, მიზნები და ამოცანები სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი და მიუხედავად იმისა, საზოგადოებაში არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ განმარტებას, თუ რატომაა საჭირო, შეფასდეს მოსწავლის მიღწევები:
1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის მართვა.
2. შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი.
3. შეფასების პროცესში მოსწავლე განიხილება ცნობისმოყვარე, საკუთარი ინტერესების, ხასიათისა და გამოცდილებების მქონე ინდივიდად, რომელსაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არეალი მოქმედებისა და უკუკავშირისთვის.
4. შეფასების ძირითადი ამოცანებია:
ა) მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
ბ) მოსწავლის მიღწევების / სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;
გ) მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.