ხოფურის საჯარო სკოლას სპორტსმენმა ვარლამ ლიპარტელიანმა საჩუქრები გადასცა
14-06-2018
ხოფურის საჯარო სკოლას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სტუმრად ეწვია. მიზეზი ამავე სკოლის აღზრდილი, სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი გახლდათ, რომელმაც სატელევიზიო პროექტ „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე მეტად ჭკვიანში“ მონაწილეობა მიიღო და თანხა მოიპოვა, რომლითაც სკოლას სპორტული აღჭურვილობა, კომპიუტერი და წიგნები შეუძინა.
საჩუქრები ხოფურის საჯარო სკოლას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებმა გადასცეს.
მოსწავლეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტერი-,,გვეამაყები, ვარლამ“ შექმნეს.
სკოლის დირექციის ცნობით, სპორტსმენმა მოსწავლეები გაახარა.