სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - მეთოდიკური რეკომენდაციები ისგ-სთვის
17-11-2024

სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში საჭიროა შემდეგი მეთოდიკური რეკომენდაციების გათვალისწინება:

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება- სტანდარტი გულისხმობს ფენომენის შესწავლაზე დაფუძნებულ ტრანსდისციპლინურ სწავლებას, როდესაც მოვლენა, ობიექტი და სხვა ერთეული თავად ხდება შემეცნების ცენტრი/ათვლის წერტილი სხვადასხვა საგნობრივი რაკურსიდან.გამომდინარე აქედან ალტერნატიული სასწავლო გეგმა ცენტრალიზებულად არ განსაზღვრავსსამიზნე ცოდნას კონკრეტული საგნების მიხედვით. სასწავლო პროცესში შესასწავლი ფენომენები უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, თუ რა თემები და საკითხები ისწავლება შესაბამის წელს სასკოლო კურიკულუმის მიხედვით სხვადასხვა საგანში.

პროტოტიპისშექმნა- სასწავლო პროცესში ყველა საკითხი უნდა დამუშავდეს, როგორც სამიზნე ცნება. მონათესავე ბუნების ცნებები უნდა გამოიყენებოდეს შესასწავლი ფენომენისგანზოგადებული ვერსიის, პროტოტიპის შესაქმნელად.

მრავალჯერადირეპრეზენტაცია- სასწავლო პროცესში საჭიროა ერთი და იმავე ინფორმაციის მრავალჯერ და განსხვავებულად (ვერბალური, აბსტრაქტული, კონკრეტული, სიმბოლური, გრაფიკული) რეპრეზენტაცია.

თვალსაჩინოებების გამოყენება - განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალსაჩინოების გამოყენებას. თვალსაჩინოების, როგორც შთაბეჭდილების წყაროს, როლიშეიძლება შეასრულოს უშუალო გარემომ (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლა, ეზო, ქუჩა, სახლი, ადამიანები, მოვლენები, ტრანსპორტი, ცხოველები და სხვ.).

მულტისენსორული მიდგომა - უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლისთვის განკუთვნილ კურიკულუმში აქტივობა წარმოდგენილ უნდა იქნას სენსორული შეგრძნებების ჭრილში (მაგ., თუკი გაკვეთილის დროს შერჩეული აქტივობა არის ხატვა, მასწავლებელმა უნდა მიანიჭოს უპირატესობა თითებით ხატვას სხვადასხვა კონსისტენციისა და ტემპერატურის მქონე საღებავით, რათა მოსწავლემ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ტაქტილური და  ვიზუალური ინფორმაცია).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203