სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს.
მათ შორისაა მარიამ ელიზარაშვილი, რომელმაც სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრის ღია პირველობაზე, სახელწოდებით - „მეგობრობა“, წარმატებით იასპარეზა.
მარიამმა, თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა და მხატვრულ ტანვარჯიშში პირველი ადგილი მოიპოვა.
სასკოლო საზოგადოება ამაყობს მოსწავლის მიღწევით, ულოცავს მას ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
სკოლაში იაზრებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების მხარდაჭერა თავიანთი ნიჭი აღმოაჩინონ, განავითარონ და ფართო საზოგადოებას აჩვენონ.