თბილისის N133 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესს პროფესიონალი პედაგოგები მეტად შემეცნებითსა და საინტერესოს ხდიან, მოსწავლეებში სწავლის სურვილს კი მრავალფეროვანი ინიციატივებით აღვივებენ.
ამჯერად, მე-10დ კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი ეკატერინე მაისურაძე კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ, სადაც საგამოფენო სივრცე ეთმობოდა ი.ჭავჭავაძის ხელნაწერებს.
მოსწავლეები გაეცნენ ილიასეულ ხელნაწერებს, წაიკითხეს და ცენტრის მასპინძელთან ერთად გაანალიზეს თითოეული მათგანი.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ასევე მოისმინე საინტერესო ლექცია თემასთან დაკავშირებით.
დღე შემეცნებითი, ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: