ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა გამოჩენილი ქართველების ღვაწლისა და ბიოგრაფიის შესახებ ცოდნა გაიღრმაონ.
ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, იქ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, თემატური კედლის გაზეთი მე-3ბ კლასის მოსწავლე ანდრია დუმბაძემ დაამზადა. მას მასწავლებელი მარიამ დუმბაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ილიას ღირებულებებზე ისაუბრეს და მის ღვაწლსა და შრომას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები: