ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლას აქტიური და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა პროექტით - „კულტურული მრავალფეროვნება თემში“ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ეს პროექტი სამ სოფელში განხორციელდა და ეთნოფესტივალით დაგვირგვინდა.
მის ფარგლებში, გამოიცა წიგნი და დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, რომელიც საინტერესო ისტორიებს აერთიანებს.
პროექტის სპონსორი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე" მხარდამჭერი კი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გახლავთ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე