გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, მე-6 და მე-2 კლასების მოსწავლეებმა, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურული საღამო გამართეს. მისი ორგანიზატორები პედაგოგები - ნონა გეთიაშვილი და ლია გოგინაშვილი იყვნენ.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ლექსები წაიკითხეს, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებლები, მშობლები და უფროსკლასელი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: