ოფრეთის საჯარო სკოლაში მრავალპროფილიანი კლუბი „ცისარტყელა“ გაიხსნა.
კლუბის მთავარი მიზანია მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის ამაღლება და სასკოლო ცხოვრებში აქტიური ჩართვა.
კლუბში განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, მოეწყობა ფილმის ჩვენებები, იმუშავებს მკითხველთა კლუბი და გაიმართება პრეზენტაციები.
კლუბს სკოლის ადმინისტრაციამ გადმოსცა 500 ლარის ღირებულების წიგნები, პუფები და პროექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი სრულდება სკოლის კლუბი იმუშავებს ივნისსა და ივლისის თვეში იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც დასასვენებლად არსად არ მიდიან და სოფელში რჩებიან.
კლუბს უხელმძღვანელებს პროექტ „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული გავითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი.
იხილეთ ფოტო