ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს მრავალფეროვანი ცდებითა და პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობენ
14-11-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადგილზე ქიმია-ბიოლოგიის სწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ წარმართვის, მოსწავლეთა ჩართულობისა და აღნიშნული საგნების მიმართ სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით ე.წ. სწავლას კეთებით დიდი ყურადღება ეთმობა.

სკოლის ლაბორატორიაში კი, საინტერესო ექსპერიმენტები იმართება. მუშაობისას ისინი, ძირითადად იყენებენ ძმარს, სოდას, კირიან წყალს, ლიმონმჟავას, იოდს, სახამებელს და ა.შ.

მაგალითისთვის, მოსწავლეებმა მოდელები შექმნეს და ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათ მჟავა-ტუტიანობა ბუნებრივი ინდიკატორითა (იასამნისფერი კომბოსტოს ნაყენი) და ხელოვნური უნივერსალური ინდიკატორით განსაზღვრეს. 

მეათეკლასელების ჩატარებული ცდა/ ექსპერიმენტი კი, პლაზმური მემბრანის შერჩევითი გამტარობაა. მათ პოლიეთილენის პარკში მოათავსეს სახამებლის ბუბკო და ჩაუშვეს იოდიან წყალში, რომელიც მოთავსებული იყო ქილაში. რამდენიმე წუთში იოდმა შეაღწია პოლიეთილენის პარკში და სახამებელი გალურჯდა. მსგავსი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც სახამებლის ბუბკო იყო მოათავსეს ლურჯ ხსნარში. ამ შემთხვევაში, სახამებელს ფერი არ შეუცვლია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლაზმური მემბრანის მსგავსად პოლიეთილენის პარკი შერჩევით ატარებს ნივთიერებებს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ფილტვის, მიტოქონდრიის, სომატური უჯრედის სასიცოცხლო ციკლის (ინტერფაზა, მიტოზი) მოდელებზე იმუშავეს.

მათი ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ციალა ზარიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203