დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან იქ, მრავალფეროვანი ღონისძიება - „ნანატრი შემოდგომა“ გაიმართა. მის ფარგლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებისა და მშობლების დახმარებით, საინტერესო და სახალისო აქტივობები გამართეს.
მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს და იხალისეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიწურულს, მათ თათარა მოადუღეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
იხილეთ ფოტოები: