ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ საინტერესო ღონისძიება გამართა.
ღონისძიება დიდი ქართველი მწერალის, პოეტ, პუბლიცისტ, საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელთან დაკავშირებით ჩატარდა.
მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ილია მართლის საზოგადო მოღვაწეობა, წაიკითხეს პოეტის ლექსები, მოიყვანეს ციტატები მისი პროზიდან.
მოსწავლეებმა დიდი საზოგადო მოღვაწის ის შეგონებები გაიხსენეს, რაზეც თაობები ირდებიან: „მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა“; „ენა, მამული, სარწმუნოება“.
მოსწავლეებისთვის დღე შემეცნებითი, დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: