დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის - საბა თოფურიას და გიორგი მიგინეიშვილს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მათ ამ წარმატებას და მომავალშიც უსურვებენ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას. დიდი მადლობა აბაშის მერიას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.