„პოზიტიურია სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა, კითხვის დასმა, უკუკავშირის მიღება“-ზემო ვაშლოვანის სკოლის დირექტორი
14-11-2024

მარიკა აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, სათავეში უდგას სკოლას და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა თამამად და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი, პედაგოგები კი პროფესიულ საქმიანობას სრულფასოვნად ასრულებენ და აქვთ დიდი მხარდაჭერა, რათა იზრუნონ განათლებული თაობების აღზრდაზე. 

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ დირექტორ  მარიკა აბულაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს…

- პოზიტიური სასკოლო გარემოა, როცა  მოსწავლები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, არის  ნდობა, ყურადღება და მათი ინტერესების გათვალისწინება, სადაც თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა, კითხვის დასმა და უკუკავშირის მიღება.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სიყვარული, პატივისცემა, ნდობა, მოსწავლეთა ინტერესების მხარდაჭერა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- სკოლაში მიღებული ცოდნით ხშირად აღწევენ  წარმატებას, არიან მოტივირებულები,  არიან განსაკუთრებულები, სიახლის მაძიებლები...  

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს..

- კარგად  შეკრულ გუნდს, რომელის ყველა წევრი ფიქრობს და ზრუნავს სკოლის ავტორიტეტის გაზრდაზე, წინსვლასა და განვითარებაზე, ორიენტირებულია საუკეთესო შედეგებსა და მიღწევაზე, თანადგომაზე, სადაც ყველას გათავისებული აქვთ თავისი  პასუხისმგებლობები  და მოვალეობები.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან და კოლეგებთან ყოველდღიური განსაკუთრებული დამოკიდებულება, სკოლაში მისვლა მათით მიხარია, ძალიან მიყვარს  ბავშვები და შვილივით ვუფრთხილდები თითოეულს, და მაინც ჩემი მთავარი მოტივაციაა პასუხისმგებლობის გრძნობა. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- პირველ რიგში ილია ჭავჭავაძის  ნაწარმოებები ეროვნული ცნობიერების ამაღლების მიზნით აუცილებლად ვურჩევ წაიკითხოს, ასევე ჩემი საყვარელი მწერალია ნოდარ დუმბაძე მის  ყველა ნაწარმოების წაკითხვას ვურჩევ.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ღონისძიება და  დედის დღის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203