ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პოროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მესამე კლასში ბუნების მასწავლებელმა გერმინე ტონაკანიანმა ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი, რომლის თემა - „მზის სისტემა“, გახლდათ.
მოსწავლეებმა გაიარეს აღნიშნული საკითხი და შეაჯამეს ნასწავლი მასალა.
ასევე ბავშვება დაამზადეს პოსტერები, თითო პლანეტის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და შეაჯამეს ნასწავლი მასალა.
აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს, მოსწავლეებმა პლანეტების სიმღერაც იმღერეს.
„მრავალფეროვანი და სახალისო გაკვეთილი იყო“,- ასე შეაფასეს სკოლაში დღე.
იხილეთ ფოტოები: