ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა პირველკასელებისთვის, რომლებმაც წიგნიერების დიდ სამყაროში მოგზაურობა წელს დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ მათთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ანბანის „შემობრძანებასთან“ დაკავშირებული ღონისძიება.
მოსავლეები ანბანს ამაღლებული და საზეიმო განწყობით შეხვდნენ და პირველი ასო-ბგერების სწავლა მოტივირებულებმა დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი მაკა აბრამია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: