ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, რომლებიც მიმართულია სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ.
ასეთივე შეხვედრა გაიმართა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით.
შეხვედრა, სკოლის ბაზაზე არსებულმა კლუბმა - „განთიადმა“, დაწყებითი კლასების პედაგოგის ნატო აბაშიძის ხელმძღვანელობით გამართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ, წაიკითხეს მისი მოთხრობები და დაამზადეს კედლის გაზეთი.
მოსწავლებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს დიდი საზოგადო მოღვაწის „შემოქმედება“, ისაუბრეს მის როლსა და ღვაწლსე ქართველი ერის წინაშე.
იხილეთ ფოტოები: