ხულოში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასელებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ჯილდო ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - ჯამბულატ მელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ და რესურსცენტრის უფროსმა - რამაზ გელაძემ გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ.
ჯილდოვდებიან იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის წარჩინებულ მე-10 კლასის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას. წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: