ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი წარმატებით მუშაობს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
კლუბი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თამარ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით 2024-2025 სასწავლო წელსაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას.
აჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ყვირილიანმა წარადგინა პრეზენტაცია დათო ტურაშვილის ნაწარმოების - „ჯინსების თაობა“, შესახებ.
მოსწავლემ ისაუბრა რომანის ძირითად შინაარსსა და საკვანძო საკითხებზე, სკოლაში გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება.
აღსანიშნავია, რომ მკითხველთა კლუბის მიზანია: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება, კულტურათაშორისი კავშირების ძიება, კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება, მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.
„წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ კლუბის თითოეულ წევრს, მათ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით ყოველკვირეულად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: