ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის ცხოვრებიდან საინტერესო მონაკვეთები, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და ღვაწლზე.
„ბავშვებმა აღნიშნეს თუ რამდენად დიდი და ფასდაუდებელი შრომა გასწია ილია ჭავჭავაძემ ქართველი ხალხის წინაშე“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: