ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაგდა და ქეთი თავართქილაძეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
14-11-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის  მე-10 კლასის მოსწავლეებს - მაგდა და ქეთი თავართქილაძეებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. 

ხულოში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება 30 ოქტომბერს გაიმართა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ, მათ დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს - მაგდა და ქეთი თავართქილაძეებს ვულოცავთ კომპიუტერების მიღებას. წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203