ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევასა და ინტერნეტში ქცევის წესებს სწავლობენ, რადგან პედაგოგები მათი მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ოქტომბრის თვეში ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა მედიაწიგნიერების კვირეული. კვირეულს ხელმძღვანელობდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია გელიტაშვილი.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში, რომლის ფარგლებშიც შექმნეს პოდკასტი, ესე, ბლოგი და კომიქსი.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კონკურსში - „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ მონაწილე მოსწავლეებს, 12 ნოემბერს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: