მუხურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედა ენას ვარსკვლავი გაუხსნეს
14-11-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ ანბანის შემობრძანება - „საოცრების დასაწყისი“ საზეიმოდ აღნიშნეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის მოკლე ბიოგრაფია გააცნო. მალე მათ, წითელქუდაც ეწვიათ ჯადოსნური ყუთით და საჩუქრად „დედა ენა“ და ყვავილი ია მიუტანა.

გაკვეთილი არაერთი საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული. გაკვეთილის ბოლოს, ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით, „დედა ენას“ ვარსკვლავიც გაუხსნეს.

„აი იაზე გაყოლებულ პატარა თითებს, უფლის წინაშე სალოცავი ქართული ჰქვია!“- სწორედ ეს სიტყვები ისმოდა სკოლაში. 

სკოლა ულოცავს თავის აღსაზრდელებს იმ დიდ სამყაროში ფეხის შედგმას, რომელსაც ლიტერატურა ჰქვია.

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203