წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოს ხდის მრავალფეროვანი აქტივობები და ინიციატივები.
მათ შორის აღსანიშნავია, მათემატიკის კვირეული, როლის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა: მათემატიკური სირბილი, ვიქტორინა, დააკვირდი და იპოვი, ტესტირება, პრეზენტაცია თემაზე - „გამოჩენილი მათემატიკოსები“.
კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ მათემატიკური კლუბი „ევრიკას“ წევრები, რომლებმაც აიყოლიეს მთელი სკოლის მოსწავლეები.
სკოლაში კვირეულში ჩართულ თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: