კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის - სალომე ნადარეიშვილსა და ნინო ხორავას პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
მოსწავლეთა დამრიგებელი მანანა ჭანტურია გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.