8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
„მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“ - ამ სიტყვებით შთაგონებულმა მოსწავლე-მასწავლებელმა ეს დღე იზეიმეს.
8 ნოემბერს ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა სლოგანით - „სიკეთით სძლიე შენსა მტერსა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ქამადაძე.
მან შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც საქართველო რუსეთის დამპყრობლურ იმპერიულ რეჟიმს ებრძოდა, რომლებიც ცდილობდნენ ამოეძირკვათ ყოველივე ქართული, ერს მხსნელად დიდი ილია მართალი მოევლინა და მთელი ნახევარი საუკუნე მოანდომა ამ მანკიერებისაგან საქართველოს გაწმენდას...
ილია- დიდი მოაზროვნე, პოეტი, პრწყინვალე პუბლიცისტი, ორატორი, არაჩვეუელებრივი ისტორიკოსი, ფინასისტი, შესანიშნავი ორგანიზატორი...
მაყურებელი მოიხიბლა ილიას სულში ჩამწვდომი ლექსებით, გენიალური გამონათქვამებით, მის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით. წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.
ნაჩვენები იყო ძალიან ემოციური კადრები ილიას სიკვდილისა, მსახიობ თოლორდავას მონაწილეობით, ფილმის ეკრანიზაციაში...
იყო შეკითხვები: ბიოგრაფიიდან, შემოქმედებიდან, დამსწრე პედაგოგებმა მხატრულად წაიკითხეს სტროფები ილიას ლექსებიდან. საღამო დასრულდა ღრმა რწმენით, რომ ილიას ერი აუცილებლად მიაღწევს მიზანს, რომ „აღმობრწყინდა მზე დიდებულადა და ყოველს ბინდსა ის განანათებს“.
ბოლოს ღონისძიება სიმღერის -„ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფონზე დასრულდა .
იხილეთ ფოტოები: