ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში მამები და შვილები ერთმანეთს ნახატების გაფერადებაში შეეჯიბრნენ
14-06-2018
ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელი სალომე მიქაძე და მისი მეორეკლასელი მოსწავლეები მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართულნი. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ახლახან ჩარტარდა მორიგი აქტივობა - „გაკვეთილი მამებთან ერთად“.
მამები და შვილები ერთმანეთს ნახატების გაფერადებაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდა და დიპლომით დაჯილდოვდა.