ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, პოლიტიკოსისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავი კვირეული ჩატარდა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ხიდრის ოპტიმიზირებულ სკოლაში, მხატვრული ღონისძიება „ილია - მწერალი ერის სადარაჯოზე“ მოეწყო.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით პატივი მიაგეს მწერლის ხსოვნას.
მათ ასევე აღნიშნეს, ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და დამსახურება.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: