ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების, ხულოს მუნიციპალური გაწვევის უფროს მაიორს - ვაჟა კოჩალიძეს უმასპინძლეს.
მან მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა. სტუმარი მათ სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა შეკითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: