ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება „მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა!“ ჩატარდა.
ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე გახლდათ.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ლექსები წაიკითხეს, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს. მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები, ცოდნა გამოავლინეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: