„ენობრივი ერთეულების ჯაჭვი“- ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გაკვეთილზე სასწავლო რესურსი შექმნეს
15-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, I კლასის მოსწავლეებმა, მშობლიური ენის მასწავლებლის - შუშან კუკურტჩიანის  დახმარებით, საინტერესო პლაკატი მოამზადეს. მისი თემა „ენობრივი ერთეულების ჯაჭვი“ გახლდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი ენობრივი ერთეულების მნიშვნელობის გააზრება და სიღრმისეული სწავლება იყო.

პლაკატზე საკითხები შემდეგი თანმიმდევრობით იყო დალაგებული - სურათი - სიუჟეტი, სურათი - წინადადება, სურათი - სიტყვა, მარცვალი, ბგერა, ხმოვანი და თანხმოვანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203